260 000-მდე ინფიცირებული მსოფლიოში -რეკორდული დღიური მაჩვენებელი

19 ივლისი 2020, 15:28 2068 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 260 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ახალი რეკორდული დღიური მაჩვენებელია. მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ზე, ბრაზილიაზე, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე მოდის.

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 ათას 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია ზაფხულის სეზონზე. ამრიგად, რუსეთში ვირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 771 ათას 546-მდე გაიზარდა.  კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში