ბათუმის ახალი მერის პირველი დღე 

17 ივლისი 2020, 20:20 589 ნახვა

მთავრობის გარდა იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში, დღეს, არჩილ ჩიქოვანს ვკითხეთ, რომელსაც მერის პოსტზე პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. მან, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლობა გუშინ ლაშა კომახიძისგან გადმოიბარა. დღეს, მეეზოვებს, მებაღეებს, ავტოტრანსპორტის თანამშრომლებსა და სხვა უწყებების წარმომადგნელებს შეხვდა.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, დეტალურად გაეცნობა მუშაობის პრინციპს, გააკეთებს ანალიზს და შემდეგ, გადაწყვეტს არის თუ არა ცვლილელებები საჭირო მერიაში. სტრუქტურულ რეორგანიზაციას კი გამორიცხავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში