სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ, ნარგავებში აგროსამუშაოები დროულად და გეგმის მიხედვით ჩაატარონ. მათივე განმარტებით, ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ამ პერიოდში აღინიშნება აზიური ფაროსანას ზაფხულის პირველი თაობის მესამე-მეოთხე ასაკის ინდივიდები, რომლებსაც თხილის მოსავლის დაზიანება შეუძლიათ.
"მოსავლის გადარჩენისა და ხარისხის შენარჩუნებისათვის, უმნიშვნელოვანესია თხილის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვა და შემუშავებული სქემის მიხედვით, პრევენციული წამლობების ჩატარება"-აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოს განმარტებით, წელს მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადასარჩენად, მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება და მოსახლეობის, ფერმერების ჩართულობა.