ინასარიძის ქუჩაზე გაზის დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

13 ივლისი 2020, 12:31 1295 ნახვა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე გაზგაყვანილობის დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. სოკარ ჯორჯია გაზის ინფორმაციით, დილიდან გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება. შემთხვევის შედეგად ერთი მოქალაქე მოიწამლა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.  

სოკარ ჯორჯია გაზში აცხადებენ, რომ მშენებარე კორპუსის საძირკველის მოსამზადებელი სამუშაოების დროს 200 მილიმეტრიანი მიწისქვეშა გაზსადენი, სავარაუდოდ ექსკავატორმა დააზიანა. მათივე ინფორმაციით, გაზი ანგისის დასახლების 3 500 აბონენტს არ მიეწოდება.

ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში