ლაბორატორიებში ჩატარებული 623 კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში კი მოთავსებულია 42 ადამიანი, მათი კვლევის პასუხები ხვალ უნდა გახდეს ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე პსრ ტესტი 27 287 მოქალაქეს ჩაუტარდა.
ცნობისთვის, გუშინ აჭარაში კოვიდ 19-ი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 5-ვე ადამიანი ერთი ოჯახის წევრია, მათგან 4 სამკურნალოდ თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს ახალგაზრდა ქალი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.