მარეგულირებელ კომისიას გაზრდილი უფლებამოსილებით, შესაძლოა უფლება მიეცეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში დროებითი მმართველი დანიშნონ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებების პროექტი რაიმე კავშირშია მედიასა და მაუწყებლებთან, არის ტყუილი.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონსა და "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს გამოხატვის თავისუფლებისთვის რისკის შემცველად აფასებს კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" და მიიჩნევს, რომ ამით ზიანი მიადგება მედიაგარემოს. კოალიცია ამ პროცესში მაუწყებლების, ავტორიზებული პირების, შიდა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს.