ასობით ბენეფიციარზე გათვლილი უფასო სასადილოები აჭარის მუნიციპალიტეტებში, თუმცა სასადილომდე მისვლას მათი უმეტესობა ვერ ახერხებს და ზოგიერთი მარტოხელა სოციალური დახმარების მიღმა რჩება. პრობლემის საპასუხოდ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მათთან მოსახლეობიდან მოთხოვნა არ შესულა. ზოგისთვის კი პრობლემა, რამდენიმე კილომეტრის გავლაა. სასადილოებით ძირითადად დაბებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში მცხოვრებლები სარგებლობენ, რადგან შორს მდებარე სოფლებში მცხოვრებლები სასადილოს პროგრამით ვერ სარგებლობენ. არიან ისეთებიც, რომლეთაც კუთვნილი ულუფა სახლში მიაქვთ.