რეკომენდაციები ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებისთვის

26 ივნისი 2020, 16:18 2243 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრო covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

➤ პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება;

➤ სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

➤ სტუმრის გასვლის შემდგომ პროცედურის დაცვა: დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;

➤ დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება: დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნიანი წყლით 20 წამის განმავლობაში, ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცვლელი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება; ხელების დაბანა საპნითა და წყლით უპირატესია; 

➤ ხშირად შეხებადი და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება-დეზინფექცია;

➤ რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით;

➤ ყოველი ხმარების შემდეგ მტვერსასრუტის დასუფთავება სადეზინფექციო ხსნარით;

➤ გამოყენებული თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში. მათი იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცვლელია.

➤ თეთრეულის რეცხვა არანაკლებ 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით, სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციით;

➤ მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად მშრალი დაგვის და მტვრის გადაწმენდის ნაცვლად უმჯობესია სველი წესით დასუფთავება-დეზინფექცია;

➤​ ​სასურველია სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.

რეკომენდაციები სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი