საზოგადოების ნაწილი პირბადის ტარებასთან ერთად ცხოვრებას შეეჩვია, ნაწილისთვის კი ეს შეიძლება უკვე დამღლელია, რის გამოც ტრანსპორტში წესი დამრღვევი მძღოლიც შეგხვდებათ და მგზავრიც. ზოგიერთმა პირბადე, კამერის გამოჩენის შემდეგ გაიკეთა. სიტუაციას ტრანსპორტებში, მუნიციპალური ინსპექცია აკონტროლებს და უკვე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მგზავრობისას ტრანპოსრტის დატოვება ათასობით მოქალაქეს მოუხდა.