კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა და კიდევ ხუთი გამოჯანმრთელებული

25 ივნისი 2020, 10:31 831 ნახვა

ბოლო  24 საათში   5 პაციენტმა დაამარცხა საქართველოში კორონავირუსი. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ბოლო დღეების მსგავსად დღესაც სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინო ზონიდან, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.  ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 917 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 776 -ია.

ბათუმის ცხელების კლინიკებში მოთავსებულ 39 პაციენტს, რომლებმაც სამედიცინო ცენტრებს რესპირატორული ჩივილებით  მიმართეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში