იპოთეკური სესხით საცხოვრებლის შეძენის შემთხვევაში მთავრობა პროცენტს დაასუფსიდირებს - პრემიერი

25 ივნისი 2020, 11:55 4703 ნახვა

პრემიერის განცხადებით, მოქალაქეს, რომელიც წლის ბოლომდე იპოთეკური სესხით შეიძენს ბინას, სახელმწიფო მას პროცენტს დაუსუფსიდირებს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მშენებლობის სექტორს ეხებოდა, სამთავრობო დონეზე დღეს დადგენილების სახით იქნება მიღებული.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხით საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს 5 წლის განმავლობაში. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, განახორციელონ. გარდა ამისა, ყველა ნაბიჯი, ღონისძიება, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად, მიმართული არის იმ 25 000 ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელსაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი და სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი, ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროგრამა 2 კომპონენტს მოიცავს. ის მორგებულია იმ ადამიანებზე, ვისაც ახალაშენებულ კორპუსებში ბინის შეძენა სურთ და მეორე ეს არის სამშენებლო კომპანიების დახმარება.

"პროგრამა მოიცავს 2 კომპონენტს, პირველი ეს არის სუბსიდირების კომპონენტი. იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ შეიძინოს ახალაშენებული ბინები, გაიუმჯობესონ თავისი საცხოვრებელი პირობები. პანდემიის გამო, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე კი ამის საშუალება არ ეძლევათ, შეეძლებათ აიღონ იპოთეკური სესხები ბანკებში, შეიძინონ ბინები და ჩვენ პროგრამით დავუსუბსიდირებთ სესხისი პროცენტს გარკვეული ოდენობით და ასევე თანაუზრუნველყოფაში ჩავუდგებით ბანკტან

მეორე მექანიზმია. მშენებლობის სექტორი. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის დაუმთავრებელი მშენებლობები. ბევრი გაუბედურებული ოჯახი და ეკონომიკური პრობლემები. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მეშვეობით მისცემს გარანტიას სამშეენბლო კომპანიებს, რომ არაუმეტეს 30% მათი ფართების იქნება შეძენილი იმ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ კონკრეტულ, საკონსკურო ფასად, იმ შემთხვევაში თუ ისინი შეძლებენ დაასრულონ ეს მშენეებლობები, მიაღებინონ კონკრეტულ უწყებებს ექსპლუატაციაში. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დღეს დეველოპერები, რომლებიც რთულ პირობებში აღმოჩნდნენ შეძლონ დაასრულონ და ბოლომდე მიიყვანონ ბინათმშეენბლობის პროექტები"-განაცხადა ნათია თურნავამ.

ეს ორი პროგრამა შემდეგ  კვირიდან ამოქმედდება. აქ ახალაშეენბულ ბინებზეა საუბარი, ასევე სამშეენბლო კომპანიებს მიაკეთხონ ბანკებს და შემდეგ ჩვენს სააგენტოებს.

"პროგრამებით სარგებლობა შეეძლება ყველა საქართველოს მოქალაქეს, 18 წელს ზემოთ, ვინც იძენს ბინას. აქაც არის კრიტერიუმები სულ მცირე ბინის ღირებულების 10%-იანი შენატანი უნდა ჰქონდეს განხორციელებული. მაგრამ ამავდროულად 20%-მდე სახელმწიფო გაუყვება, როგორც თანაუზრუნველმყოფი, რაც საშუალებას მისცემს ბანკმა მისცეს სესხი.

მეორე მექანიზმი დეველეპორებს, რომლებსაც ხელში უჭირავთ ნებართვა. მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, თუმცა საბოლოოდ გაიმარჯვებენ ის დეველოპერები, რომლებიც ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს ფართებს სახელმწიფოს. ეს უნდა იყოს იმ მიზნით, რომ ფინანსური ხარჯები დაუფაროს"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი