სამძებრო სამუშაოები გრძელდება

03 ოქტომბერი 2016, 00:00 3796 ნახვა

მეოთხე  დღეა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს მახუნცეთში თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაშველები, მდინარე აჭარისწყალში ჰოლანდიელ მამაკაცს ეძებენ, რომელიც  თვითმხილველების  თქმით, ადიდებულ მდინარეში 4 დღის წინ ჩავარდა. ადგილზე მობილიზებულია 5 ერთეული სახანძრო სამაშველო ტექნიკა და 40 მაშველი. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საქმე  115- ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში