ქედაში ბაგა ბაღების რეაბილიტაცია მომდევნო წლისთვის გადაიდო. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სარემონტო სამუშაოები დაბა ქედის #1 საბავშვო ბაღში მომავალ წელს, საზაფხულო არდადეგების დროს ჩატარდება.
პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ბაღის კოსმეტიკურ სამუშაოებთან ერთად კეთილმოეწყობა ეზო. გასულ წელს ქედაში რეაბილიტაცია სოფელების- პირველი მაისისა და ახოს საბავშვო ბაღებს ჩაუტარდა. ქედაში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.