ქედაში ეპიდსიტუაციის გამო შეჩერებული მშენებლობა განახლდა 

20 ივნისი 2020, 12:46 1909 ნახვა

ქედაში, სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტთა საცხოვრებლის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ეპიდსიტუაციის გამო ერთი თვით შეჩერებული იყო. ქედის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები 2020 წლის ნოემბრის ნაცვლად, დეკემბერში დასრულდება. 

სატენდერო პირობების მიხედვით აშენდება  მილიონ 530 ათასი ლარის ღირებულების ხუთ სართულიანი ბინა. ბინებს, სოფელ აგარაში ზვავსაშიშ  ზონაში მცხოვრებლები მიიღებენ, ასევე ისინი ვინც ქვათაცვენის აქტიურ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.  ოჯახებს სპეციალური კომისია განიხილავს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში