საგამოცდო ცენტრი ხულოს სკოლაში წელსაც მოეწყობა. უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრას ხულოს 200-ზე მეტი კურსდამთავრებული შეეცდება. 110-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული შუახევში, ხოლო ქედაში 130-ზე მეტი.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროცედურები ანუ შესაბამისი აღჭურვა ჯერ არ დაწყებულა. ხულოში საგამოცდო ცენტრი 2009 წლიდან ფუნქციონირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება. ეროვნული გამოცდების პროცესში აბიტურიენტებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით.