ყოფილი მეწილეები ე.წ. ხოფის ბაზრობის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ-საპროტესტო აქცია

17 ივნისი 2020, 14:22 2134 ნახვა

ძმები ანანიძეები ე.წ ხოფის ბაზრობის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. მათ ოჯახის წევრებთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ბაზრობა 2009 წელს უკანონოდ ჩამოართვეს. მათივე მტკიცებით,  ეკონომიკის სამინისტრო საკუთრებაში არსებული ბაზრობის სახელმწიფოსთვის გადაცემას  სთხოვდა. ილია ანანიძის თქმით ამ საქმის გამო დააპატიმრეს.

მათი ინფორმაციით, ბაზრობა 1994 -დან 2009 წლამდე  მათ საკუთრებაში იყო. აქციის მონაწილეები ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან შეხვედრას ითხოვენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში