თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა და ისინი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან, 1 კი საქართველოს მოქალაქეა.როგორც ბექაია ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქალაქე 20 წლის ბიჭია, რომელიც სავარაუდოდ, ბებიისგან დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, სამივეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შესაბამისად საქართველოში უკვე 882 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს აქეწდან 724 გამოჯანმრთელდა