მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნებთან, რომლებიც გამოირჩევიან პოზიტიური ეპიდმდგომარეობით - ქვრივიშვილი

15 ივნისი 2020, 12:33 1455 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, საზღვრების გახსნის საკითხზე მთავრობა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, სადაც კოვიდინფიცირებულებათან დაკავშირების ეპიდმდგომარეობა პოზიტიურია. 

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ამ ეტაპზე მათი მხრიდან საჰაერო თუ ტურისტული მიმოსვლის რეგულაციები გახმოვანებული არ არის.  

''კოვის პასპორტზე ჩვენი მხრიდან საუბარი ნაკლებად იყო, ეს იყო საერთაშორისო არეალზე არსებული ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთში განიხილავდნენ. სამწუხაროდ, რეალობა დღეს covid-19-ის პერიოდში ისეთია, რომ არცერთ ქვეყანას და მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ჯერ არა  აქვთ განმარტებული და გამოტანილი საჯაროდ ის გადაწყვეტილება, თუ როგორ მოხდება მესამე ქვეყნებში, ანუ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საჰაერო თუ ტურისტული მიმოსვლის რეგულაციები. 

პროტოკოლი, თუ როგორ მოხდება საერთაშორისო მოგზაურების მიღება, არის ბოლომდე ორ ქვეყნას შორის შეთანხმების საფუძველი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რიგ  ქვეყნებთან, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან დაბალი ციფრებით და პოზიტიური ეპიდმდგომარეობით. შესაბამისად, მას შემდეგ რაც ორი ქვეყანა ერთმანეთში დაასრულებს  მოლაპარაკების ციკლს, ეს იქნება ყველასთვის საჯარო. 

​თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ყველა რეგულაცია და მიდგომა, ზოგადად  საერთაშორისო ტურიზმის გახსნა, ეს იქნება ძალიან ფრთხილი და ეტაპობრივი. ასევე მაქსიმალურად იქნება ყველა აქტივობა გატარებული, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს'' - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი