ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის დროული დაწყების მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა ხულო-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე. სოფელ პაქსაძეების ხიდთან დიაკონიძეების თემში მცხოვრები მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილობრივების ინფორმაციით ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის მოლოდინი აღარ აქვთ. ისინი აპროტესტებენ ცენტრალური გზის ორ ეტაპად რეაბილიტაციასაც. ხულოდან ხუთ კილომეტრამდე მონაკვეთს კომპანია ,,მამისონი“ გააკეთებს რომელმაც საქართველოს საავტომობილო გზების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, დანარჩენს კი საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ჯერ არ არის ცნობილი. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ მათი მტკიცებით თვითმმართველობა ვერ უწევს შესაბამის კოორდინირებას, სამუშაოების დროულად დაწყებას. მოქალაქეების პრეტენზიებს არ გამოეხმაურნენ მერიაში. სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრშიც.