უცვლელი მოთხოვნებით სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა ისევ შიმშილობს. მას მეთოთხმეტე დღეა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეზოში კარავი აქვს გაშლილი. მილორავას განცხადებით, იგი ამ დრომდე ელოდება მრჩეველთა საბჭოს წევრ, თამარ წილოსანთან შეხვედრას. წილოსანმა მოშიმშილეს სოციალური ქსელით მოუწოდა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რის შემდეგაც იგი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებდა.
ალექსანდრე მილორავა ეჭვობს, რომ წილოსანი იყოს ,,ქართული ოცნების“ მიერ მართულია, რის გამოც ამ დრომდე გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ალექსანდრე მილორავა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პეტრე ზამბახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა.
მილორავა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს აპროტესტებს, სოლიდარობას უცხადებს გათავისუფლებულ ჟურნალისტებსა და პოზიციაშეცვლილ თანამშრომლებს. ითხოვს დირექტორის გადაყენებას, მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან კი საკითხის ინიცირებას.