ბათუმს, კიევიდან ტურიზმ - მხარეთმცოდეობისა და სამხედრო პატრიოტული აღზრდის ცენტრის დელეგატები სტუმრობდნენ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით 5 დღიანი ფორუმის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის დეკლარაცია და დაიგეგმა ახალგაზრდების საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები. დელეგატები ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვივნენ.