გზის რეაბილიტაცია დაბა ქედაში

02 ივნისი 2020, 10:09 1697 ნახვა

დაბა ქედაში აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მოსახლეობის ინფორმაციით, დაზიანებული გზის პრობლემის შესახებ  მერიას არაერთხელ მიმართეს. პროექტის ფარგლებში გზა გაფართოვდება და ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის 80 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში