ტურისტულ ობიექტებს აჭარაში უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დაცვა მოუწევთ

24 მაისი 2020, 15:12 1465 ნახვა

15 ივნისიდან აჭარა ადგილობრივ ტურისტებს უმასპინძლებს.  1 ივლისიდან კი მზად იქნება   საერთაშორისო  ვიზიტორების მისაღებად. ეპიდემიის გამო  წელს  ტურისტულ სეზონზე, აქცენტი  შიდა ტურიზმზე გაკეთდება.   ცნობილია, რომ    საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნით, მთავრობას  რამდენიმე ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკება, მათ შორის: ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან.

პირველი კი ასეთი ისრაელი იქნება. აჭარის ტურიზმის საერთაშორისო სტიმულირების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ განვითარდება ეკოტურისტული მიმართულებები. მიხეილ კოპლატაძის თქმით, ასევე ვიზიტორების მისაღებად,  ტურიზმის სფეროში  დასაქმებულებს  გადაამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით უკვე შეიმუშავეს სტანდარტები და გათვალისწინებულია   უსაფრთხოების ყველა  ნორმა. ამ ეტაპზე  კი, სტანდარტების განხილვა კერძო სექტორთან მიმდინარეობს,  რის შემდეგაც უკვე ჯანდაცვის სამინსტრო  მიღებულ რეკომენდაციებს დაამტკიცებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში