ამერიკაში ყველა ვარკვლავის მატჩი გაუქმდა

21 მაისი 2020, 14:11 1841 ნახვა

ამერიკის მეიჯორ სოკერ ლიგის ხელმძღვანელობამ წელს გასამართი ყველა ვარსკვლავის მატჩი გააუქმა.

ფეხბურთში ვარსვლავთა მატჩი, ლოს ანჯელესში 29 ივლის უნდა გამართულიყო.

‘’გადაწყვეტილება მიღებულია გაუქმდეს ყველა ვარსკვლავის მატჩი, რადგან მლს-ის სეზონის მოსამზადებლად მეტი დრო გვქონდეს’’ - წერია მეოჯორ სოკერ ლიგის განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკის ჩემპიონატი 12 მარტს შეჩერდა.

ყველა ვარსკვლავის მატჩი 1996 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ  გაყიდული ბილეთის თანხა უკან დაუბრუნდება გულშემატკივრებს.

შემდეგი ვარსკვლავთა მატჩი 2021 წელს ისევ ლოს ანჯელესში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში