20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათის შეგზავნა განახლდება

18 მაისი 2020, 17:18 1416 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 20 მაისიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდება, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ.

უწყების ცნობით, ყველა ნივთს დეზინფექცია ჩაუტარდება. (გარდა საკვები პროდუქტებისა).

''სპეციალურად ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს დაამუშავებს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალური ხსნარით, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დეზინფექციის ამ სამუშაოს ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაც, გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან მისი პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს'' - წერია განცხადებაში.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. აღნიშნულ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი