ქვათაცვენის პრობლემა სოფელ ბეღლეთში

18 მაისი 2020, 15:31 1329 ნახვა

ხულოში, სოფელ ბეღლეთში  ქვის ლოდები მთის ფერდობიდან   ლომიძეების დასახლებაში  გასულ თვეს  ჩამოიშალა, რამაც საფრთხე  შვიდ ოჯახს შეუქმნა.  ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ  ყოველი გაწვიმებისას პროცესი აქტიურდება.  ტერიტორია ამ დრომდე არ შეუსწავლიათ სპეციალურ სამსახურებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ  აჭარის გეოლოგიურ სამსახურს შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართეს.  გეოლოგების დასკვნის შემდეგ უნდა გადაწყდეს დახმარების და პრევენციული ღონისძიებების საკითხი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი