''გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“- დონაციის აქციას ,,ლელო საქართველოსთვის" აჭარის ოფისის წარმომადგენლები და აქტივისტები შეუერთდნენ. ისინი სისხლის ბანკის მოწოდებას გამოეხმაურნენ.
ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო კლინიკებში სისხლის დეფიციტია. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ პაციენტებს მხარდაჭერა სჭირდებათ და სისხლი უნდა გაიღოს ყველამ, ვისაც სხვისი გადარჩენის სურვილი და შესაძლებლობა აქვს.