გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სტაციონარში მყოფთა რაოდენობას 100-ით აჭარბებს

13 მაისი 2020, 20:28 1534 ნახვა

კომპანიასთან, რომელსაც COVID 19 - ის სწრაფი ტესტები უნდა შემოეტანა, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება შეწყვიტა. უწყებაში მიზეზად ვადების დარღვევა დაასახელეს. კორონა ვირუსი ბოლო დღე-ღამეში 8 მოქალაქეს დაუდასტურდა, თუმცა გაიზარდა 23-ით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამ დრომდე 4 პაციენტი რჩება, ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ მედიკოსები,  3 მათგანის გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

ცნობილია, რომ დაახლოებით თვის ბოლოსთვის საქართველოში პრეპარატი რემდესივირი შემოვა, ანუ საქართველო სოლიდარობის საერთაშორისო კვლევაში ერთვება. კვლევაში კიდევ 3 სხვა პრეპარატი მონაწილეობს, პროცესში 6 საავადმყოფო მონაწილეობს. პრეპარატებს კი მოქალაქეებზე მათივე ნების შესაბამისად გამოცდიან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი