დავით ზალკალიანი - საერთო ევროპული ფასეულობები განაპირობებს ქართველი ხალხის, ურყევ ნებას

09 მაისი 2020, 15:12 1515 ნახვა

ევროპის დღის აღნიშვნით ჩვენ ყოველთვის, ხაზს ვუსვამთ საერთო ევროპული ფასეულობების - თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის მნიშვნელობას. ქართველ ერს, ისტორიულად მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ამ ფასეულობების ფორმირებასა და დაცვაში.

სწორედ ეს - საერთო ღირებულებები - განაპირობებს ქართველი ხალხის, ურყევ ნებას - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.მის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. მინისტრის თქმით, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე კომპლექსური რეფორმებით საქართველო ტრანსფორმირდა წარმატებულ ევროპულ დემოკრატიად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი