შსს დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

28 სექტემბერი 2016, 00:00 3884 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმაშენებელზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გუშინ, მოძრაობა „ქართული ძალის“ აქტივისტებმა არასანქცირებული მსვლელობა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით გამართეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი