გარდაცვლილი იპოვეს გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აქვე გაგახსენებთ, რომ დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში დატოვეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე