აჭარაში პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა

23 ნოემბერი 2025, 10:49 93 ნახვა

აჭარაში პოლიციამ ძებნილი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ბრალდებულმა  უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან იძებნებოდა.  

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციისა  და  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების  თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო  საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი  - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული დ.ქ.  დააკავეს.

 

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან იძებნებოდა.  


პოლიციამ დ.ქ. ბათუმში დააკავა. იგი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. 


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში