4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია 4 პირი - შსს

07 ოქტომბერი 2025, 23:02 94 ნახვა

საგანგებო ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ 4 პირი, ჯამში - 22 ადამიანი. 

" შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარმატენტში, 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავეს", - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. 

მისივე თქმით, სამ პირი იმყოფება მიმალვაში. სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღნიშნულ პირებთან  დაკავშირებით მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე