4 ოქტომბრის საქმეზე 13 დაკავებულის სასამართლო პროცესი

08 ოქტომბერი 2025, 17:46 91 ნახვა

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს: თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილს და დავით სტურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. ადვოკატებმა მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მათ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მოსამართლე ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე