ამ წუთებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებს ხვდება. „თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“-ასე მიმართა ეკატერინე ტიკარაძემ მედიკოსებს. შეხვედრის მთავარი თემა კოვიდ 19-ია.
მინისტრი სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები და ჩართულები არიან პროტოკოლის შექმნაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.