ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე და ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუციაა. პროექტი დაბა ქედასა და დოლოგანში წელს საპილოტედ უნდა განხორციელებულიყო და იგი ბიუჯეტის შედგენის პროცესში პროექტების წარდგენითა და ხმის მიცემის პროცედურებით მოსახლე ჩართულობას გულისხმობდა.
პროექტის ბიუჯეტი 300 ათასი ლარია. მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პანდემიისგან გამოწვეული დაბრკოლებები ივნისამდე დასრულდა, პროექტის განხორციელება წელს მოხდება.