ქართველი მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდებიან

04 მაისი 2020, 11:47 3475 ნახვა

ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც მეკობრეების გატაცებას გადაურჩნენ რამდენიმე საათში ტოგოში გადაიყვანენ, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნების პროცედურები დაიწყება.

რაც შეეხება პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ეკიპაჟის 10 წევრს, რომლებიც მეკობრეებმა გაიტაცეს,  ამ  დრომდე უცნობია როდის მოხერხდება  მათი გათავისუფლება.  გატაცებულია 9 ქართველი და 1 უკრაინელი  მეზღვაური.  

მოლაპარაკებების პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო და გემთმფლობელი კომპანია. პროცესი კონფიდენციალურია და დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ბერძნული კომპანიის კუთვნილი ტანკერიდან 10 მეზღვაური მეკობრეებმა 30 აპრილს გაიტაცეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი