ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება

04 მაისი 2020, 11:28 29115 ნახვა

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში და ეს პირდაპირაა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე მომიჯნავე რაიონებში,"- განაცხადა პრემიერმა. 

მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვები რუსთავსა და თბილისშიც მოიხსნება. 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი