აჭარაში 3 დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში 372 კვლევა ჩატარდა და ყველა უარყოფითია.კლინიკა „მედალფიდან“ ბინაზე 2 ადამიანის გაწერას ელოდებიან.
ამჟამად სტაციონარში იმყოფება 24 პაციენტი, აქედან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში, რომლის მდგომარეობაც შედარებით გაუმჯობესდა. დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი - განაცხადა „მედალფას“ დირექტორმა ალექსი გოხელაშვილმა.