ფრინველებზე დაკვირვების, როგორც ტურისტული პროდუქტის, ერთერთი უპირატესობა არის პერიოდი, რაც ბათუმს შესაძლებლობას აძლევს ზაფხულის გარდა სხვა სეზონზეც მოიზიდოს ტურისტი. ყოველწლიურად ჩვენი ქალაქის გავლით მილიონზე მეტი ფრინველი მიფრინავს და აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება.