მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისათვის კორონავირუსი 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 172 ათასს გადააჭარბა.
ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა 660 ათას 026 პაციენტი. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცრებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში ფიქსირდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 2 ათას 731 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა დაინფიცირების 37 ათას 179 ახალი შემთხვევა.