დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მომავალი 3-4 კვირა საკმაოდ რთული იქნება. ის მოსახლეობას ისევ სახლში დარჩენას და რეკომენდაციების დაცვას სთხოვს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა, არც წამალი ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის დისტანციის დაცვა.
"გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს, ეს ღონისძიებები არის მიმართული იმისთვის, რომ დავიცვათ ისევ და ისევ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიების და ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა"- ამირან გამყრელიძე
მისივე განცხადებით, აუცილებელია დაიცვას რეკომენდაციები იმისთვის, რომ ეს პიკური პერიოდი ქვეყანამ ნაკლები დაზიანებით გადაიაროს.