"ტურიზმისთვის მძიმე პერიოდი დადგა" - ნათია თურნავა

13 აპრილი 2020, 23:10 1992 ნახვა

გადაცემა თავისუფალ სივრცეში სტუმრობისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა რომ ტურიზმისთვის და მასში დასაქმებული პირებისთვის საკმაოდ რთული პერიოდია, სახელმწიფოს ამოცანა კი, არის შეინარჩუნოს ეს ბიზნესი მანამ სანამ ტურიზმის ინდუსტრია მსოფლიოში არ დაიწყებს აღორძინებას. ასევე იმედოვნებს,რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც გაუღებს კარს საერთაშორისო ტურისტებს, როგორც კი ეს უსაფრთხო გახდება.

"პირველი დარგი, რომელსაც სახელმწიფომ მთავრობამ გაუწია დახმარება, იყო ტურიზმი და ტურიზმში ჩართული სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის სფეროები. ეს იყო, როგორც გადასახადების გადავადება ასევე სასტუმროებზე ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება"- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით მომავალში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს და ოჯახებს, სახელმწიფომ გადაატანინოს ის რთული პერიოდი, რომელიც კორონავირუსის გამო შეიქმნა ქვეყანაში.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ გადამხდელებს 2020 წლის პირველ ნოემბრამდე გადავადდა საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი