კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს –www.stopcov.ge-ს აფხაზური ვერსია დაემატა, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი
ვებ-გვერდი ამ ეტაპზე 5 ენაზე ფუნქციონირებს, ასევე აქტიურ რეჟიმში მუშაობს აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ვერსიები.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც უახლეს ვადაში დაიწყებს ფუნქციონირებას.