მოსახლეობის პროტესტი მდინარის დაბინძურების გამო

06 აპრილი 2020, 20:40 1600 ნახვა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ერთი თვეა დასახლებაში ნავთობის მკვეთრი სუნი დგას, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად ღამის საათებში შეიგრძნობა. ბარცხანელების თქმით მდებარე ნავთობბაზის ტერიტორიიდან ნავთობი მდინარეში ხშირად იღვრება.

მათ ადგილზე არაერთხელ გამოიძახეს სამართალდამცავები და გარემოს დაცვის  სამსახურები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია და ნავთობის სუნი და მდინარის დაბინძურება კვლავ გრძელდება. ჩვენი გადამღები  ჯგუფის ადგილზე მისვლის შემდეგ  ნავთობბაზის თანამშრომლებმა გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს.  მათი განმარტებით,  ნავთობი სავარაუდოდ ერთ-ერთი საქაჩი მილიდან იღვრება და ხარვეზს  უახლოეს ხანში აღმოფხვრიან.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი