კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებულ გზის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს. დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 135 800 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.