ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით დაისჯება. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - თვითმმართველობის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობის საფუძველზე. გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას, კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს.