კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ყირგიზეთში ლატვიასა და ლიბიაში. დღეს ინფიცირებულთა რაოდენობამ ე.წ. „ფსიქოლოგიურ ნიშნულს“ გადააბიჯა და მსოფლიოში უკვე მილიონზე მეტი ინფიცირებულია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 53 ათას აჭარბებს.
ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა აშშ, იტალიასა და ესპანეთშია. ამერიკა ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს, ხოლო იტალიასა და ესპანეთში ყველაზე მეტი გარდაცვლილია. რთული ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც.