კურორტ ''გოდერძის'' განაშენიანების გეგმაზე მუშაობა დასრულდა. სამთო კურორტის განვითარების სტრატეგია რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა. დოკუმენტზე საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციები მუშაობდნენ. სტრატეგიის მიხედვით, კურორტი 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი ადგილი გახდება აჭარაში და ერთდროულად 7 000 დამსვენებელის მიღებას შეძლებს. ახალი გეგმით არსებულ 2 საბაგირო გზას კიდევ 4 დაემატება, მოეწყობა ასევე ახალი სათხილამურო ტრასები.