ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტის პასუხს ელოდებიან

29 მარტი 2020, 16:29 1618 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომების მქონდე 4 პაციენტს აკვირდებიან. ისინი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი. 

კვლავ მართვით სუნთქვაზეა ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მოთავსებული  70 წლის კაცი, მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული.  პაციენტს  თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღენიშნება. 

საშუალო სიმძიმისაა ასევე  მედალფაში მოთავსებული ქალის მდგომარეობა, რომელსაც პნევმონია აქვს, ამავე კლინიკაში  მყოფი  კიდევ ორი  პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა   დამაკმაყოფილებელია. დამაკმაყოფილებელია  ინფექციურ  საავადმყოფოში  მყოფი 3 ინფიცირებულის მდგომარეობაც. აჭარაში  ბოლო მონაცემებით  ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ 7-ია..

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი